logo_geo
ხელოვნური ინტელექტი ახალდაბადებულ გოჭებს გადარჩენაში დაეხმარება
- +

17 თებერვალი. 2018. 01:43



ხელოვნური ინტელექტი ახალდაბადებულ გოჭებს არსებობის პირველ თვეებში გადარჩენაში დაეხმარება. ამის შესახებ BBC წერს.


შესაბამისი სქემა ჩინეთში გამოიგონეს, რომელიც მსოფლიოში ღორის ხორცის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელია.


პროგრამას შეუძლია ყოველდღიურ რეჟიმში დააფიქსიროს შინაური ცხოველის წონა, ასაკი და მიღებული საკვები. ამავე დროს ინფრაწითელი თერმომეტრის მეშვეობით შესაძლებელია მოსალოდნელი დაავადებების განსაზღვრა, რის შედეგად, ფერმერები გოჭებს ვაქცინაციას დროულად ჩაუტარებენ. 


სფეროს სპეციალისტები განმარტავენ, რომ გამოგონება გოჭების სიკვდილიანობის 3%-ით შეამცირებს. აპლიკაცია ჩინური გიგანტის Alibaba-ს  კვლევითმა ცენტრმა  შექმნა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი