logo_geo
ვალენტინობაზე ნიუ-იორკის მეტრო 5 წლის გოგოსთვის გაჩერდა
- +

17 თებერვალი. 2018. 10:47




ნიუ-იორკში მცხოვრები 5 წლის სტელა მეტროს მძღოლს დაუმეგობრდა, რომელსაც ის ყოველ დილით სკოლაში დაჰყავს. 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ერთ-ერთმა მძღოლმა მას სიკეთისთვის მადლობა გადაუხადა.


ყოველ დილით, სტელა მამასთან ერთად მეტროსადგურ „ლონგვუდ-ავენიუსთან"მიდის და ნომერ 6 მატარებელს ელოდება. როდესაც მატარებელი პლატფორმას უახლოვდება, სტელა მემანქანეს ხელს უქნევს, ხოლო ისინი მას უსიგნალებენ.

https://pbs.twimg.com/media/DWCgfmzUMAEGEEn.jpg

ეს რიტუალი უკვე 5 თვეა გრძელდება. 14 თებერვალს, სტელა ისევ ელოდებოდა მატარებელს, თუმცა ამჯერად მატარებელი გვირაბიდან ნელა მოდიოდა. უცებ ვაგონი პირდაპირ გოგოსთან გაჩერდა. მემანქანემ გააღო ფანჯარა და სტელას გულის ფორმის შოკოლადი აჩუქა.


„წმინდა ვალენტინის დღეს გილოცავ! როდესაც ყოველ დილით ვხედავ, როგორ მიქნევს ხელს პატარა გოგო, ჩემი დღე უკეთესი ხდება", - უთხრა მძღოლმა სტელას.

https://pbs.twimg.com/media/DWCoNgFWAAEcYMO.jpg

მატარებლის მემანქანე 47 წლის ჯო მორენო აღმოჩნდა, რომელიც მეტროში 20 წელია მუშაობს.


„ნიუ-იორკის ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის მე უხილავი ვარ, - მაგრამ არა სტელასთვის", - თქვა მორენომ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი