logo_geo
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ორ თურქ ჯარისკაცს ცოცხლად წვავენ
- +

23 დეკემბერი. 2016. 12:07


„ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თურქეთის შეიარაღებული ძალების ორ ჯარისკაცს ცოცხლად წვავენ. აღნიშნული ვიდეო ინტერნეტში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რის შედეგადაც თურქეთმა თავის ტერიტორიაზე Facebook-სა და Youtube-ზე წვდომა დაბლოკა.


ვიდეოში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული დაჯგუფების წევრი თურქულ ენაზე თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს აკრიტიკებს.


ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ საინფორმაციო სააგენტო „ამაყმა" გასულ თვეს განაცხადა, რომ დაჯგუფებამორი თურქი ჯარისკაცი გაიტაცა, რაც თავის მხრივ, თურქეთის შეიარაღებულ ძალებშიც დაადასტურეს.




 

big_banner
არქივი