logo_geo
„ბეჭდების მბრძანებლის“ სერიალად გადაღება $500 მილიონზე მეტი დაჯდება!
- +

20 მარტი. 2018. 22:03



შუახმელეთის ლეგენდის ნახვა სულ მალე სერიალის სახით შეგეძლებათ, ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად Amazon-მა რამდენიმე თვის წინ გაავრცელა და თქვა, რომ ტოლკინის ბეჭდების მბრძანებლის სატელევიზი ვერსიის გადაღების უფლებები მოიპოვა.


„ბეჭდების მბრძანებელი - კულტურული ფენომენია, რომელიც წიგნებისა და ფილმების გულშემატკივრებს შეუდარებელ სამყაროში აცხოვრებს. მოხარულები ვართ, რომ ამ შესანიშნავი ნაწარმოების ახალ ვერსიაზე ვიმუშავებთ და გულშემატკივრებს მის სატელევიზიო ვერსიას შევთავაზებთ", - ამბობს Amazon-ის წარმომადგენელმა შერონ ტალ იგუადო.


როგორც აღმოჩნდა, „ბეჭდების მბრძანებელი" კომპანიისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნება გამოდგა, რადგან მხოლოდ საავტორო უფლებებისთვის კომპანიამ $250 მილიონი გადაიხადა. გარდა ამისა, ამაზონმა უკვე შეუკვეთა შოუს ორი სეზონი, წინასწარი ინფორმაციით კი გადაღებების ხარჯმა უკვე გადააჭარბა $500 მილიონს.


ამ ციფრების მიხედვით დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ წინ საკმაოდ მასშტაბური სერიალი გველის, თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამაზონის სერიალის ბიუჯეტი ბევრად აღემატება HBO-ს საკულტო შოუს, Game of throne-ის ბიუჯეტს (თითო ეპიზოდი $15 მილიონი).


აღსანიშნავია, რომ ამაზონმა "ბეჭდების მბრძანებლის" გადაღება სწორედ HBO-ს სერიალის, სამეფო კარის თამაშების წარამტების შემდეგ გადაწყვიტა და ფიქრობენ, რომ ბეჭდების მბრძანებელი, დიდი ალბათობით, მაყურებელს იმ დანაკლისს შეუვსებს, რომელიც GOT-ის დასრულების შემდეგ გაჩნდება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი