logo_geo
ავღანელი ქალი მისაღები გამოცდის დროს ბავშვს ძუძუს აჭმევს
- +

21 მარტი. 2018. 19:04



ქალი საკლასო ოთახში, იატაკზე ზის და ბავშვს აჭმევს, ამავე დროს კი საგამოცდო ტესტს წერს - ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა, ავღანეთში, დაიკუნდის პროვინციაშია გადაღებული.


CNN-ის ინფორმაციით, 25 წლის ჯაჰან ტააბი მისაღებ გამოცდას აბარებდა სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე, ამ დროს კი 2 თვის ბავშვმა ტირილი დაიწყო.


უნივერსიტეტის ლექტორი იაჰია ერფანი, რომელიც გამოცდას ესწრებოდა, ამბობს, რომ ჯაჰანი იატაკზე მოთავსდა და იქ გააგრძელა ტესტის წერა, პარალელურად კი ბავშვს ძუძუს აჭმევდა.


სცენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ერფანმა მობილური ტელეფონით რამდენიმე ფოტო გადაიღო, შემდეგ კი „facebook"-ზე გააზიარა.


ტააბს სამი შვილი ჰყავს, უნივერსიტეტში მისასვლელად კი მისი მშობლიური სოფლიდან ქალაქ ნილიმდე 8 საათის მანძილზე იმგზავრა.


მან გამოცდაზე მაღალი ქულა მიიღო, თუმცა შიშობს, რომ სწავლის ღირებულების გადახდა გაუჭირდება. ტააბის ქმარი ფერმერია.


http://cdn.ambebi.ge/media/images/2018/sxvadasxva/afgan.jpg


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი