logo_geo
იტალიაში თანამედროვე მიქელანჯელო გამოჩნდა
- +

1 აპრილი. 2018. 16:57



თვითნასწავლი მხატვრის შესახებ 9 წლის წინათ შეიტყვეს, როცა 22 წლის ახალგაზრდამ მსოფლიოს რომის პაპის ბენედიქტ XVI-ის ქანდაკება წარუდგინა. როგორც კი პაპი ვატიკანის წინამძღოლის პოსტიდან გადადგა, მოქანდაკემ სკულპტურა კარდინალურად შეცვალა - მოხუცს პაპის სამოსი გახადა და მისი დანაოჭებული, შიშველი სხეული გამოაჩინა.


იტალიელ მხატვარი და მოქანდაკე იაგო კარდილიო, რომელსაც ქვის „გაცოცხლების" საოცარი უნარი აქვს, დიდი ხანია, თანამედროვე მიქელანჯელოდ შერაცხეს.

სპეციალისტების შეფასებით, თვითნასწავლი მოქანდაკის ნამუშევრების ხარისხი აღორძინების ეპოქის სახელოვანი წარმომადგენლების შედევრებს არ ჩამოუვარდება.


იაგო უბრალო და ტრადიციული მასალისგან სასწაულებს ახდენს. მის ხელში მარმარილო პლასტელინივით ელასტიკური ხდება.

 

„ჩემამდე 7 მილიარდი მხატვარი ცხოვრობდა და მე მათ შორის, უკანასკნელი ვარ. თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მე საპირისპირო მიმართულებით მივდივარ", - ასე აფასებს კარდილიო საკუთარ შემოქმედებას.


რატომ იზიდავს თანამედროვე მიქელანჯელოს მოხუცების სხეული, უცნობია...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი