საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ვებგვერდზე გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს მოვალეობის შესრულების დროს 74 ჟურნალისტი დაიღუპა.
2016 წელს ყველაზე მეტი - 19 ჟურნალისტი სირიაში მოკლეს, ავღანეთში - 10, მექსიკაში - 9, ერაყში - 7 და იემენში - 5.
ამავე ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს მსოფლიოში 348 ჟურნლისტი დააკავეს, რაც გასულ წელთან შედარებით, 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მხოლოდ თურქეთში, დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობა წელს 22%-ით არის გაზრდილი.