logo_geo
ძლიერი ბავშვები რთული ავადმყოფობების წინააღმდეგ
- +

28 დეკემბერი. 2016. 21:14



ლეიკემიით დაავადებული პატარა ბიჭი სულაც არ არის სუსტი, პირიქით, ის ნამდვილი გლადიატორია, რომელიც სადააცა სერიოზულ ბრძოლაში ჩაერთვება. ამ არაჩვეულებრივ გზავნილს The Hospital for Sick Children წარმოგვიდგენს ორიგინალურ ვიდეორგოლში.


კამპანიაში SickKids VS: Undeniable საავადმყოფოს პერსონალიდან დაწყებული, ბავშვების მშობლებითა და უშუალოდ პატარა პაციენტებით დამთავრებული, ყველა ჩართულია. 50 ოჯახი და თითქმის 100-მდე თანამშრომელი გმირულად უპრისპირდება იმ საკმაოდ რთულ დაავადებებს, რომელთა დასახელებაც კი უმრავლესობას ძალიან გვაშინებს. პატარა მეომრებმა კარგად იციან, რომ მათი ავადმყოფობა სისუსტეს არ ნიშნავს და პირიქით, თავს საკმაოდ ძლიერად და შემართებულად გრძნობენ. ნამდვილი რაინდი, ჯარისკაცი, ბოქსიორი, სუპერგმირი, მრბოლელი, - ბავშვები მოწოდების სიმაღლეზე არიან და საოცარი სიმამაცით უპირისპირდებიან ურთულეს ოპერაციებს, მწარე, გაუთავებელ პროცედურებსა და წამლებს. მოთმინებითა და შვილების გადარჩენის სურვილით შეპყრობილი მშობლები მამაცად უმაგრებენ მებრძოლ შვილებს ზურგს. პროფესიონალი ექიმები კი თავდაუზოგავად ცდილობენ მომავალი ძლიერი თაობის გადარჩენას და ფეხზე დაყენებას.


ვიდეორგოლი და მთლიანად კამპანია წარმოუდგენელ ემოციებს მოგგვრით და დაგარწმუნებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ეს მებრძოლი ბავშვები კი კარგი მაგალითი იქნება ყველა ადამიანისთვის.


 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი