logo_geo
გერმანიაში ლომები, ვეფხვები და იაგუარები ზოოპარკიდან გაიქცნენ
- +

1 ივნისი. 2018. 16:48

 

გერმანიის ქალაქ ლუნებაქის ზოოპარკიდან 2 ლომი, 2 ვეფხვი და 1 იაგუარი გაიქცა.

 

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ და ცხოველების გამოჩენის შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკვას სთხოვენ.

 

ცნობილი ხდება, რომ ზოოპარკიდან დათვმაც დააღწია თავი, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა ტრანკვილიზატორით დააძინეს.

 

გერმანული მედია წერს, რომ ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევის ერთ-ერთი მიზეზი გასულ ღამეს მომხდარი შტორმი და წყალდიდობა გახდა.

 

ქალაქ ლუნებაქში ზოოპარკი 1965 წელს თავდაპირველად მხოლოდ ძაღლებით გაიხსნა. მოგვიანებით კი ვირი და გარეული დათვი შეემატა. ამ დროისთვის ზოოპარკს 400-მდე ცხოველი ჰყავს. მას ყოველწლიურად 70 000 დამთვალიერებელი სტუმრობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი