logo_geo
ავღანეთში „თალიბანის“ 50 ლიდერი მოკლეს
- +

1 ივნისი. 2018. 17:57

 

ავღანეთის სპეცდანიშნულების ძალებმა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციისას „თალიბანის“ 50 ლიდერი მოკლეს.

 

სპეცოპერაციისას 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, გაათავისუფლეს „თალიბანის“ ტყვეობიდან. ისინი ერთი წელი იყვნენ ტყვეობაში.

 

თალიბანის მოძრაობა ისლამური ფუნდამენტალისტური პოლიტიკურ-რელიგიური პრო-პუშტუნთა მოძრაობაა, რომელიც თითქმის მთელ ავღანეთს მართავდა 1996-2001 წლებში.

 

მოძრაობამ დიპლომატიური აღიარება მხოლოდ სამი ქვეყნისგან მიიღო: არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი და საუდის არაბეთი. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აღიარებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია.

 

„თალიბანს“ აშშ-ში არ აქვს ტერორისტული ორგანიზაციის ოფიციალური სტატუსი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი