logo_geo
მექსიკაში ჟურნალისტი ცემით მოკლეს
- +

1 ივნისი. 2018. 18:24

 

მექსიკაში კიდევ ერთი ჟურნალისტი მოკლეს. ჰექტორ გონსალეს ანტონიოს ცხედარი პოლიციამ ტამაულიპასის შტატის ქალაქ სიუდად-ვიქტორიაში აღმოაჩინა.

 

ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. პოლიცია იმის დადგენას ცდილობს, უკავშირდება თუ არა მკვლელობა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას.

 

2018 წელს ეს მექსიკაში ჟურნალისტის მკვლელობის მე-6 შემთხვევაა.

 

 

big_banner
არქივი