logo_geo
ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი არქეოლოგი დაიღუპა
- +

2 ივნისი. 2018. 13:55

 

 

ავღანეთში, ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი არქეოლოგი დაიღუპა, - იუწყება ტელეარხი „Tolo News“ ქვეყნის ინფორმაციისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელზე მოჰამედ საბირ მოჰმანდზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ორი არქეოლოგი და მძღოლი.

 

არსებული ინფორმაციით, აფეთქება გზაზე არსებულმა ნაღმმა გამოიწვია.

 

მოჰმანდის თქმით, შემთხვევა დილას მოხდა. სამი არქეოლოგისა და მძღოლისგან შემდგარი ჯგუფი ქაბულიდან ლოგარის პროვინციაში მიდიოდა.

 

ტელეარხის ინფორმაციით, ჯერჯერობით არც ერთი რადიკალური დაჯგუფება მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი