logo_geo
დიდი ბრიტანეთის დედოფლის კორონაციიდან 65 წელი გავიდა
- +

2 ივნისი. 2018. 18:40

 

 

დიდი ბრიტანეთის 63-ე მონარქი დღეს კორონაციიდან, ანუ გვირგვინის დადგმიდან 65 წლისთავს ზეიმობს.

 

ელისაბედ მეორეს გვირგვინი 1953 წლის 2 ივნისს, 27 წლის ასაკში დაადგეს. ათწლეულების განმავლობაში მისი წყალობით ქვეყანა ბევრი სასიკეთოს მომსწრე გახდა. დღემდე დედოფალი ქვეყნის სიმბოლო და ეროვნული სტაბილურობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.

 

დედოფლად კურთხევის ცერემონიას, რომელიც მე-11 საუკუნის მუზეუმში, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა, საერთაშორისო პოლიტიკური მოღვაწეები და ბიზნესლიდერები ესწრებოდნენ. 1953 წლის 2 ივნისის ღონისძიება სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემოდა.

 

შეგახსენებთ, რომ ელისაბედ მეორე დედოფლად 1952 წლის 6 თებერვალს, მამის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ეკურთხა. ის ამ დროს ქმართან ერთად კენიაში დასასვენებლად იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, კორონაციის ცერემონია ნახევარი წლის შემდეგ, გლოვის დასრულებისას გაიმართა.

 

92 წლის მონარქი მისი ასაკიდან გამომდინარე, კვლავინდებურად აქტიური აღარ არის. ბოლოს ელისაბედ მეორე საზოგადოების წინაშე 19 მაისს, პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილზე გამოჩნდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი