logo_geo
როგორ აღნიშნავენ შობას სამეფო სასახლეში
- +

3 იანვარი. 2017. 10:02


 



ალბათ ყველას აინტერესებს რა ხდება სამეფო ოჯახში, მას შემდეგ რაც დიდი გალავნის კარი იკეტება, როგორ ხვდებიან ისინი ახალ წელს და რა ოჯახური ტრადიციები აქვთ.  გამოცემა popsugar -მა გამოაქვეყნა ყველა ის ინფორმაცია, რაც თქვენ სამეფო ოჯახზე უნდა იცოდეთ.


 

 



ყოველ წელს, შობის დღეს, დედოფალი მიდის ეკლესიაში და სწირავს ძღვენს წმინდა მარიამ მაგდალინელს, რომლის ქანდაკებაც სანდრინგემში დგას.

 

 

 

 



სამეფო ოჯახი ხსნის თავის საჩუქრებს თეთრ ოთახში. ოთახი სავსეა სარკეებით და შუშებით -  ჭერიდან იატაკამდე ნახატები ჰკიდია.  მთელი ოთახი ანათებს.

 

 

 



დედოფალი რამდენიმე კვირას ვინსდორის სასახლეში ატარებს. მნიშვნელოვანია, რომ  სასახლეში 20-დან 24 ფუტამდე ნაძვის ხე დგას. ერთ წელს, როდესაც სამეფო ოჯახი ვიქტორიანელების შობას ზეიმობდა, ხე იყო ჭერში ჩამოკიდებული. სწორედ ამ დროს გაატარეს დედოფალმა ვიქტორიამ და პრინცმა ალბერტმა ფესტივალი სასახლეში. ამის  შემდეგ ტრაციდიად იქცა, რომ ჭერში დაკიდებული ურთხმელი ჩადეს ქოთანში და დედოფალმა შარლოტამ მორთო ის ფორთოხლებით და შაქარყინულით.


 

 

 


სამეფო ოჯახს აქვს ტრადიცია, როცა პატიჟებს შშმ პირებს სასახლეში, რათა ნაძვის ხე მოართვევინოს და პატარა დღესასწაულიც გამართოს. კამილა ეხმარება ბავშვებს დაკიდონ დეკორაციები. ბოლო წელია ბავშვებისთვის ფეიერვერკების შოუს აწყობს.

 

 

 



გასულ წელს ვილიამს და კეიტს  ორი ნაძვის ხე ჰქონდათ. ერთი რომელიც უფრო კლასიკური და ტრადიციული იყო და პატარა ნაძვის ხე ჯორჯისთვის და შარლოტასთვის, განათებითა და დიდი ბურთებით დამშვენებული.

 

 

 



ლონდონში დედოფლის სახლი არის ადგილი, სადაც ბევრი სახალისო რამ ხდება, მათ შორის თეთრჰალსტუხიანების დიპლომატიური ვახშამი და წინა საშობაო ლანჩი სამეფო ოჯახის ყველა წევრისთვის. მაშინ როცა სანდრინგემის დეკორაციები ინდივიდუალურია, ლონდონში  ნაძვის ხე ისეა მორთული, როგორც ახალ წელს სშეფერება. ხე დახუნძლულია დიდი ბურთებით, რომელიც წითელი, ლურჯი აან ოქროსფერია. ერთ წელს ნაძვის ხეზე 500 ორნამენტი ეკიდა, რომელიც სელებრითებისა და პროფესიონალების გაკეთებული იყო. ეს დეკორაციები მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდა.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი