logo_geo
ხმელთაშუა ზღვაში 40-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო
- +

3 ივნისი. 2018. 20:58

 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში სულ მცირე 43 მიგრანტი დაიხრჩო. ამის შესახებ Twitter-ზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაწერა.

 

ფლავიო დი ჯაკომოს ცნობით, ტუნისის სანაპიროებთან ნავი ჩაიძირა, რომლის ბორტზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე ადამიანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.

 

პარალელურად თურქეთის სამხრეთ სანაპიროებთან, კერძოდ კი ანტალიასთან ასევე მიგრანტების ნავი ჩაიძირა. შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 ბავშვი. თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, 5 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი