logo_geo
ვლადიმირ პუტინი: ჩვენ აყვავებული ევროკავშირით ვართ დაინტერესებული
- +

4 ივნისი. 2018. 12:59

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ევროპაში ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდება რუსეთის მიზანს არ წარმოადგენს, მოსკოვი ერთიანი და აყვავებული ევროკავშირით არის დაინტერესებული.

 

„ჩვენი მიზანი არაა ევროკავშირში ვინმეს ერთმანეთზე გადაკიდება. პირიქით, ჩვენ ერთიანი და აყვავებული ევროკავშირით ვართ დაინტერესებულები, ვინაიდან ის ჩვენთვის მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

 

5 ივნისს პუტინი სამუშაო ვიზიტით ავსტრიას ეწვევა.

 

 

big_banner
არქივი