logo_geo
ისრაელი გვატემალას დახმარებას აღმოუჩენს
- +

4 ივნისი. 2018. 12:59

 

 

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ემანუელ ნახშონი „Twitter“-ის გვერდზე წერს, რომ  ისრაელი გვატემალას დახმარებას აღმოუჩენს.

 

„გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ გამოყოფს საგანგებო დახმარებას ათი ათასი დოლარის ოდენობით დაზარალებულებისთვის პირველადი მოხმარების ნივთების, მათ შორის მედიკამენტების, საკვებისა და საბნების შესაძენად.

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს გვატემალაში ფუეგოს ვულკანის ამოფრქვევას. თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, - წერს ემანუელ ნახშონი „Twitter“-ის გვერდზე.

 

ბოლო მონაცემებით, ვულკანის ამოფრქვევას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 300 კი დაშავდა. 3000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი