logo_geo
მიგრანტებით სავსე ნავი ესპანეთში ნუდისტების პლაჟს მიადგა
- +

27 ივლისი. 2018. 23:47

 

 

პარასკევს ესპანეთის ერთ-ერთ სანაპიროზე, რომელსაც ნუდისტები იყენებენ, მიგრანტებით სავსე ნავი მიადგა. დეილი მეილის ინფორმაციით, როგორც კი ნავი სანაპიროზე გაჩერდა, ათობით დაბნეული მიგრანტი უმისამართოდ გაიქცა ტყისკენ.

 

როგორც დეილი მეილის წერს, ამ კვირაში ესპანეთში დაახლოებით 1 600 მიგრანტი შევიდა – უმეტესობა ალჟირიდან.

 

დეილი მეილის ინფორმაციით, ესპანეთმა ერთ წელიწადში 22 700 მიგრანტი მიიღო, რომელთა უმეტესობა აფრიკის ქვეყნებიდანაა. მიგრანტების რაოდენობით ესპანეთმა იტალიას გაუსწრო, სადაც ერთი წლის განმავლობაში 17 000 მიგრანტი მიიღეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი