logo_geo
დონალდ ტრამპი: მერილ სტრიპი ზედმეტად დაფასებული მსახიობია, რასაც ის არ იმსახურებს!
- +

9 იანვარი. 2017. 22:30




აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზრით, მერილ სტრიპი ამხელა დაფასებას არ იმსახურებს. მსახიობის სიტყვით გამოსვლა ოქროს გლობუსის 2017 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე ტრამპმა twitter- ზე შეაფასა:


„მერილ სტრიპი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ზედმეტად დაფასებული მსახიობია, რასაც ის არ იმსახურებს. არ მიცნობს, მაგრამ თავს დამესხა გუშინ, ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე. ის არის...", - წერს ტრამპი.


მერილ სტრიპი შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის აქტიური მხარდამჭერი იყო. თავის სიტყვაში კი ლეგენდარულმა მსახიობმა ხაზი გაუსვა ეთნიკურ მრავალფეროვნებას ჰოლივუდში, ირიბად გააკრიტიკა ტრამპის საგარეო პოლიტიკა და მის მიერ მიერ შშმ რეპორტიორის დაცინვა.


 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი