logo_geo
დიანა ღურწკაია კობზონზე: ის იყო გმირი, რომელმაც „ნორდ-ოსტის“ დროს ბავშვები გადაარჩინა!
- +

30 აგვისტო. 2018. 21:19

 

 

 

80 წლის ასაკში სსრკ-ს სახალხო არტისტი და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იოსიფ კობზონი გარდაიცვალა. РИА Новости-სთან საუბარში კობზონი მომღერალმა და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ოჯახის მხარდაჭერის კომისიის ხელმძღვანელმა დიანა ღურწკაიამ გაიხსენა.

 

„გამოირჩეოდა სიკეთით, პასუხისმგებლობის გრძნობითა და ყურადღებით. მისი ცხოვრება - ეს არის მაგალითი, ემსახურო საკუთარ ქვეყანას.

 

ის იყო არამხოლოდ დიდებული არტისტი, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანი. მასთან დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მიდიოდა ყველა: კოლეგები, უბრალო ადამიანები... ნამდვილი გმირი, რომელმაც „ნორდოსტის“ დროს ბავშვები გადაარჩინა. ის იყო მოსიყვარულე მამა და ბაბუა.

 

იოსიფ დავიდოვიჩი მუდმივად გვერდით იყო: სცენაზეც და ცხოვრებაშიც. ქორწილში, ბავშვის დაბადების დროს, როცა დამირეკა და მითხრა: „შენ ბევრს მიაღწიე, მაგრამ მთავარი დღეს გააკეთე“. ნათელში იყოს მისი სული, ჩვენ ის ყოველთვის გვემახსოვრება", - აღნიშნა ღურწკაიამ.

 

როგორც ცნობილია, კობზონი ერთ-ერთი იყო იმ დეპუტატებს და საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც 2002 წლის 23-26 ოქტომბერს, მოსკოვში კულტურის სახლში მძევლად აყვანილი ადამიანები გამოიყვანეს. კობზონი წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად შევიდა შენობაში და ახალგაზრდა ქალი სამ ბავშვთან ერთად გამოიყვანა. 2002 წლის 23-26 ოქტომბერს, მოსკოვში, კულტურის სახლში, იმ დროს, როდესაც მიუზიკლი „ნორდ-ოსტი” გადიოდა, ტერორისტები შეიჭრნენ და 916 ადამიანი მძევლად აიყვანეს... მათ­თან მოლაპარაკება სამი დღე გრძელდებოდა, შედეგად 50 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, ძალოვნებმა შენობაში მომწამვლელი გაზი შეუშვეს და შტურმი დაიწყეს.

 

 

 

სა­ინ­ტე­რე­სოა კი­დევ რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი იო­სიფ კობ­ზო­ნის ცხოვ­რე­ბი­დან - ის რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში. მათ შო­რის, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან 2008 წელს სო­ხუმ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტიც გა­მარ­თა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი