logo_geo
დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად საკუთარ სიძეს ნიშნავს
- +

10 იანვარი. 2017. 13:23




ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი , პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე საკუთარ სიძეს, ჯარედ კუშნერს ნიშნავს.


ამის შესახებ რამდენიმე ამერიკული გამოცემა იტყობინება. მათი ცნობთ, ოფიციალური განცხადება 11 იანვარს გაკეთდება.


კუშნერის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა განსხვავებული რეაქციები მაინც გამოიწვია. ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ნათელი არ არის, კუშნერის დანიშვნით ირღვევა თუ არა კანონი მაღალ თანამდებობებზე ნათესავების დანიშვნის შესახებ.


ტრამპის ქალიშვილის - ივანკა ტრამპის მეუღლე ნიუ იორკელი ბიზნესმენია, რომელიც სიმამრის მსგავსად, უძრავი ქონების ბიზნესს მართავს.


35 წლის კუშნერი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი