logo_geo
29 წლის დედა, რომელმაც სიმსივნის მკურნალობაზე უარი შვილის გამო თქვა გარდაიცვალა
- +

24 ოქტომბერი. 2018. 23:26

 

 

ბრიტანელი ქალბატონი, რომელიც მთელმა მსოფლიომ მისთვის დასმული მძიმე დიაგნოზის შემდეგ გაიცნო გარდაიცვალა. . ამის შესახებ New York Post-ი წერს.

 

2014 წელს ჯემა ნათოლმა ორსულობის მეოთხე თვეს გაიგო, რომ საკვერცხის კიბო აქვს. იმისთვის, რომ ქალს მკურნალობა, მათ შორის ქიმიოთერაპია დაეწყო, აბორტი უნდა გაეკეთებინა, რაზეც მან უარი თქვა.

 

9 თვის განმავლობაში სიმსივნე გაიზარდა. ექიმები იძულებულები გახდნენ საკეისრო ოპერაცია ჩაეტარებინა, რათა სიმსივნე ამოეჭრათ.

 

თუმცა ორი წლის შმდეგ რეციდივი ისევ განვითარდა და  მისი მკურნალობისთვის ფულის შესაგროვებლად სპეციალური გვერდი შეიქმნა.

მას ჰოლივუდის მსახიობი ქეით უინსლეტიც დაეხმარა. საბოლოოდ 440 000 დოლარი შეგროვდა.

 

ჯემა ნათოლის რეაქცია, როდესაც მას კეიტ უინსლეტი დაეხმარა

 

2018 წლის დასაწყისში კვლევებმა აჩვენა, რომ 29 წლის ნათოლი განიკურნა. თუმცა რამდენიმე თვეში მას კიბო კვლავ აღმოუჩინეს. ამ შემთხვევაში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი