logo_geo
12 წლის ბიჭი ათონის ბერი გახდა
- +

15 იანვარი. 2017. 21:01


 


ჩვეულებრივ ადამიანები ფრაზას „ინტერნეტის აფეთქება" იყენებენ მხოლოდ კომიკური გაგებით, თუმცა მართლმადიდებლურ საიტ ვიმაორტჰოდოხიას. გრ-ზე გამოქვეყნებულმა ამბავმა 12 წლის ბიჭზე, რომელიც ათონის ბერი გახდა, მართლაც ააფეთქა ბერძნული ინტერნეტ აუდიტორია. მთავარი კითხვა, რომელიც მომხმარებლებს გაუჩნდათ სახელმწიფო პროკურორის მიმართ, იყო ის, რომ ბავშვი, რომელსაც ჰყავს მშობლები, რატომ არ ცხოვრობს ოჯახში, და ასევე მისი სულიერი და-ძმებიც.


ამჟამად არსებული ინფორმაციით, ბიჭი სახელად მიხალისი, დაიბადა კუნძულ კრეტაზე. ჰყავს რუმინული წარმოშობის მშობლები, უმცროსი და და ორი ძმა. ოჯახი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა, სადაც ბიჭმა 5 წლის ასაკში დაიწყო მსახურობა ერთ იტალიელ ეპისკოპოსთან.


როდესაც მან პირველად მოუსმინა ათონელ ბერებს, გერასიმესა და დანიელს (რუმინულ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში), მიხალისი მიხვდა, რომ არ არსებობს იმაზე უკეთესი გზა , ვიდრე ათონის მთისკენ სწრაფვა. ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ამბობდნენ, რომ ბავშვის გადაწყვეტილება ვერ იქნება შეგნებული და ჩამოყალიბებული, რადგან ამ ასაკში ეს, უბრალოდ,  შეუძლებელია. ჟურნალისტი, რომელმაც ეს სტატია დაწერა ( იტალიურიდან თარგმნა ბერძნულად), მეორე მხრივ, მოხიბლულია მიხალისით, რომელიც მზადაა რთულ, მაგრამ სწორ გზას დაადგეს.


როგორც სტატიაშია აღწერილი, ბიჭი დედასა და ძმებს მწუხარების გადალახვაში ღვთისმშობლის ლოცვებით ეხმარება. ამჟამად, მიხალისი ინტენსიურად სწავლობს ბერძნულ ენას, დღეში 7 საათი. ამის შემდეგ იგი პროგრამის გავლას დაიწყებს გიმნაზიაში. მიხალისი ატარებს  ბერის  პატარა შესამოსელს და ამბობს, რომ ის მამა ათანასემ თავის მონასტერში შეკერა. იტალიელმა, რომელიც ბიჭს ესაუბრებოდა, დაასკვნა, რომ მიხალისის ოჯახი მონასტრის ბერები იყვნენ.


- ვინ მიიღო გადაწყვეტილება წასულიყავი ათონის მთაზე? შენ თვითონ თუ მშობლებმა ?

 

- თვითონ გადავწყვიტე. როგორც კი ბერები, გერასიმე და დანიელი გავიცანი, მივხვდი, რომ ვალდებული ვიყავი, აქ მოვსულიყავი.


„ბავშვი ღვთის წყალობაა, მორწმუნე ბავშვი კი - ნამდვილი სასწაული" , - ამთავრებს სტატიას იტალიელი, მანამ სანამ ბერძნული პუბლიკა მოითხოვს სიტუაციაში არასრულწლოვანთა იუსტიციის წარმომადგენლების ჩარევას. „ჩემი აზრით, ეს ჩვეულებრივი ფაქტი არ არის, თუმცა გარკვეულწილად ათონისთვის აღსაზრდელების მონასტერში აღზრდა, შესაძლოა არც იყოს ტიპიური. ვიცი, რომ აღსაზრდელად მიიღებიან, როგორც წესი, ობლები, მაგრამ  იქნებ ბიჭი მართლაც ასეთი განსაკუთრებულია და ჩვენ ეს ვერ გაგვიგია?"

 

 


წყარო http://georgians.gr/

 

 

 

big_banner
არქივი