logo_geo
„2017 წლის ოქტომბერში დედამიწა განადგურდება“ - ცნობილი მეცნიერის განცხადება
- +

16 იანვარი. 2017. 01:23


 

 

„2017 წლის ოქტომბერში პლანეტა იქსი (ნიბირუ) დედამიწას დაეჯახება და ყველა ცოცხალ არსებას გაანადგურებს", - აცხადებს მეცნიერი დევიდ მიდი.


მიდი ირწმუნება, რომ გლობალურმა ელიტამ ეს იცის, თუმცა, ხალხს ინფორმაციას უმალავენ და მიწისქვეშა თავშესაფრებს იშენებენ. მიდის უცნაურ პროგნოზებს ბრიტანული გამოცემები - „დეილი მეილი", „მეტრო" და „ექსპრესი" ავრცელებენ. მეცნიერი ირწმუნება, რომ ამ ინფორმაციას პანიკის თავიდან ასაცილებლად მალავენ.


მიდი ყურადღებას დედამიწაზე გახშირებულ მიწისძვრებზე ამახვილებს და მათ ინტენსივობას მომავალ აპოკალიფსს უკავშირებს.


მეცნიერის აღნიშნულ განცხადებას, NASA-მ ინტერნეტ-მისტიფიკაცია უწოდა.


„არ არსებობს არანაირი ფაქტები ამ მოსაზრებების დასადასტურებლად. თუ რამე პლანეტა უახლოვდება დედამიწას უახლოეს ათ წელიწადში, ამას არათუ ასტრონომები დაინახავდნენ, არამედ, ის შესამჩნევი იქნებოდა შეუიარაღებელი თვალისთვისაც", - აცხადებენ NASA-ში. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი