logo_geo
Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – დაღუპულია 32 ადამიანი
- +

16 იანვარი. 2017. 11:51



Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა ყირგიზეთში კატასტროფა განიცადა. ამ დროის მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად, დაღუპულია 32 ადამიანი და დანგრეულია 15 სახლი. დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.


დაღუპულია ასევე თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოთხივე პილოტი. მძიმე ტრავმებითა კლინიკებში 8 ადამიანია გადაყვანილი.


სამაშველო სამუშაოები ყირგიზეთში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.  


„რუსთავი2"-ის ცობით, წინასწარი ვერსიით, Turkish Airlines-ის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი დაშვებისას ბიშკეკის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა.


Turkish Airlines-ის კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი ჰონგ-კონგი-ბიშკეკის რეისს ასრულებდა.


 

big_banner
არქივი