logo_geo
ვლადიმირ პუტინი: ამის წარმოდგენა მიჭირს...
- +

18 იანვარი. 2017. 10:51


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ანგარიშის დამკვეთები, რომელშიც ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე კომპრომატი გააჩნია, „უარესები არიან, ვიდრე მეძავეები".


„პროსტიტუცია სერიოზული, საზიზღარი სოციალური მოვლენაა, ახალგაზრდა ქალებს უწევთ ამით დაკავება მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა და ეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ბრალიცაა. მაგრამ ის ხალხი, ვინც უკვეთავს ასეთ სიცრუეს, ვინც ახლა ამას აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდხენტზე ავრცელებს და ამას პოლიტიკური ბრძოლის მიზნებისათვის იყენებს, უარესია, ვიდრე მეძავეები", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ „ის ფაქტი, რომ ასეთ მეთოდებს იყენებენ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ უნიკალური შემთხვევაა, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. ეს მეტყველებს დასავლეთში, მათ შორის აშშ-ში, პოლიტიკური ელიტის დეგრადაციაზე".


პუტინმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ, სავარაუდოდ, მოსკოვში ვიზიტისას ტრამპს კონტაქტი ჰქონდა რუს მეძავეებთან.


„რა გამოდის, ტრამპი მოსკოვში ჩამოვიდა და უცებ გაიქცა მოსკოველ მეძავეებთან შესახვედრად? ჯერ ერთი, ეს ზრდასრული მამაკაცია და მეორეც, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში სილამაზის კონკურსების ორგანიზებით იყო დაკავებული და ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებთან, მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ სასტუმროში გაიქცა, რათა შეხვედროდა მსუბუქი ყოფაქცევის ჩვენს გოგოებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საუკეთესოები არიან მსოფლიოში", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.




 

big_banner
არქივი