logo_geo
მიწისძვრა და ვულკანური აქტივობა სიცილიაში: არიან დაშავებულები
- +

26 დეკემბერი. 2018. 12:03

სიცილიაში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ვულკან ეტნასთან ახლოს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ეტნას გააქტიურებამ გამოიწვია.

 

მიწისძვრის დროს დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანდა შენობები. მთაში მყოფ ადამიანებს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს.

 

პარალელურად გრძელდება ვულკან ეტნას აქტივობა. იგი ორშაბათს ამოიფრქვა. ფერფლით დაიფარა ვულკანთან ახლოს მდებარე სოფლები. დროებით შეჩერებული იყო ავიარეისები კატანიის აეროპორტიდან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი