logo_geo
ბავშვს, რომელსაც ტრამპი შობის ღამეს დაელაპარაკა, სანტა კლაუსის ისევ სჯერა
- +

27 დეკემბერი. 2018. 16:23

 

 

ამერიკულმა გამოცემამ „THE POST AND COURIER“ იპოვა ბავშვი, რომელსაც შობის წინა ღამეს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით დაელაპარაკა.

 

პრეზიდენტი და მისი მეუღლე მელანია ტრამპი ბავშვების ზარებს პასუხობდნენ, ისინი კი მათ ეკითხებოდნენ, სად არის ამჟამად სანტა. 7 წლის ბავშვთან, სახელად კოულმანთან, საუბრის დროს, ტრამპმა ბიჭს ჰკითხა: „შენ ჯერ კიდევ გჯერა სანტასი?“. სოცქსელის მომხმარებლები აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ პრეზიდენტმა ბავშვს შობა ჩაუშხამა.

 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტრამპი არა ბიჭთან, არამედ 7 წლის გოგოსთან კოლმან ლოიდთან საუბრობდა. ბავშვმა „THE POST AND COURIER“-ს უთხრა, რომ გაუხარდა პრეზიდენტთან ლაპარაკი, რადგან ამას არ მოელოდა. გოგონას მშობლებმა განაცხადეს, რომ ტრამპთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ. ბავშვის მამის თქმით, პრეზიდენტის სიტყვები არასწორ კონტექსტში წარმოაჩინეს. „სისულელეა, რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი გახდა. მომეწონა, რომ ჩემს შვილს დაელაპარაკნენ, როგორც ზრდასრულს“, - თქვა მამამ.

 

მიუხედავად პრეზიდენტის სიტყვებისა, კოლმანს სანტა კლაუსის ისევ სჯერა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი