logo_geo
ანჯელინა ჯოლი პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს
- +

28 დეკემბერი. 2018. 16:30

ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი სამომავლოდ პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს.  ვარსკვლავმა შესაძლო გეგმებზე BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, 20 წლის წინ მსგავსი ნაბიჯის გადადგმაზე გაეცინებოდა, თუმცა, ახლა მზადაა, იმ სფეროში წავიდეს, სადაც ხალხს გამოადგება.

 

„მე შემიძლია ვიმუშაო მთავრობასთან, ასევე შემიძლია ვიმუშაო სამხედროებთან. ვფიქრობ, ისეთ პოზიციაში ვარ, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია“, - აღნიშნა მსახიობმა.

 

ანჯელინა ჯოლი უკვე რამდენიმე წელია, გაერო-ს დევნილთა სააგენტოს სპეციალური ელჩია. იგი აქტიურად ჩაბმულია კამპანიებში ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა დევნილთა პრობლემები, სექსუალური ძალადობა და გარემოს დაცვა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი