logo_geo
ნიუ-იორკის მოსახლეობა ფიქრობს, რომ თავს უცხოპლანეტელები დაესხნენ - რა მოხდა სინამდვილეში
- +

29 დეკემბერი. 2018. 01:46

ნიუ-იორკში გასულ ღამით ცა ლურჯად განათდა. უჩვეულო სანახაობამ მოქალაქეებში სხვადასხვა ეჭვი გამოიწვია. ხალხი ამ მოვლენის ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებს სოციალურ ქსელში აზიარებდა.

 

ზოგი ფიქრობდა, რომ ნიუ-იორკს უცხოპლანეტელები დაესხნენ თავს, მოსახლეობის ნაწილმა იფიქრა, რომ ზებუნებრივ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე, ზოგსაც კი შეეშინდა, რომ ქალაქში მოჩვენებები გამოჩნდნენ. რამდენიმე ადამიანს იმედი მიეცა, რომ უახლოეს დღეებში სუპერ-ძალები განუვითარდებოდა.

 

სინამდვილეში კი, უჩვეულო სანახაობა ელექტროსადგურზე, ტრანსფორმატორის აფეთქებამ გამოიწვია. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, არც ხანძარი გაჩენილა და რაც მთავარია, არც უცხოპლანეტელები ჩამოსულან.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი