logo_geo
ახალი წლის ღამეს, „თაიმ სქვერზე“ ბროლის ბურთს ჟურნალისტები დაუშვებენ
- +

30 დეკემბერი. 2018. 02:55

 

„თაიმ სქვერზე“ ბროლის ბურთს ჟურნალისტები დაუშვებენ. ნიუ იორკში დაგეგმილი ტრადიციული საახალწლო ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ჟურნალისტების მიწვევა თურქეთში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლული რეპორტიორის, ჯამალ ხაშოგის ხსოვნის საპატივსაცემოდ გადაწყდა.

 

ახალი წლის ღამეს „თაიმ სქვერზე“ მივლენ The New York Times-ის, Washington Post-ის, ჟურნალ Time-ის, ტელეარხ CBS-ის, CNN-ის, ABC-ისა და FoxNews-ის ჟურნალისტები. ისინი დააჭერენ ღილაკს, რომელიც ცნობილ ბროლის ბურთს აამოძრავებს.

 

ორგანიზატორების თქმით, მათი სურვილია, ახალი წლის ღამეს კიდევ ერთხელ შეახსენონ ყველას, რომ პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც დაცვა სჭირდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი