logo_geo
ბრიტანეთის მარტოობის მინისტრი: საახალწლო არდადეგებზე ოჯახის წევრებმა ბებია-ბაბუებიც წაიყვანეთ
- +

30 დეკემბერი. 2018. 18:48

 

დიდ ბრიტანეთში მარტოობაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ბებია და ბაბუა საახალწლო არდადეგებზე ოჯახის წევრებმა თან უნდა წაიყვანონ.

 

მიმს დევისმა ბრიტანელებს მოუწოდა, რომ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებს მიბაძონ და თავიანთ ცხოვრებაში მოხუცები უფრო მეტად ჩართონ. მარტოობის მინისტრის თქმით, მისი მოვალეობაა, რომ ახალ წელს ბებია-ბაბუებმა თავი მარტოსულად არ იგრძნონ.

 

2018 წლის იანვარში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ მარტოობასთან ბრძოლის სამინისტრო შექმნა.  ბრიტანული "წითელი ჯვრის" ცნობით, 9 მილიონზე მეტი ბრიტანელი ხშირად ან მუდმივად განიცდის მარტოობას. საქველმოქმედო ორგანიზაცია მას „ფარულ ეპიდემიას" უწოდებს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი