logo_geo
ახალი 2019 წელი პირველად კირიტიმატისა და ტონგას კუნძულებზე დადგება
- +

31 დეკემბერი. 2018. 12:05

 

ახალი 2019 წელი პირველად კირიტიმატისა და ტონგას კუნძულებზე დადგება, ხოლო ყველაზე ბოლოს აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულებზე შეხვდებიან.

 

კირიტიმატის კუნძული შობის კუნძულების შემადგენლობაში შედის, რომელიც კირიბატის რესპუბლიკას ეკუთვნის.

 

კირიტიმატზე და ტონგას კუნძულებზე ახალი წელი თბილისის დროით 14:00 საათზე დადგება, ხოლო ერთ საათში, თბილისის დროით 15:00 საათზე ახალ 2019 წელს ახალ ზელანდიაში აღნიშნავენ.

 

აღსანიშნავია, რომ როდესაც სამოას კუნძულზე და ამერიკულ სამოაზე ახალი წელი დადგება, კირიტიმატის კუნძულზე უკვე 2019 წლის 2 იანვარი იქნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი