logo_geo
ავღანეთში საჰაერო დარტყმებს „ისლამური სახელმწიფოს“ 28 „ბოევიკი“ ემსხვერპლა
- +

31 დეკემბერი. 2018. 12:51

 

 

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ნანგარჰარის პროვინციაში საჰაერო დარტყმების შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სულ მცირე 28 „ბოევიკი“ მოკლეს. ლიკვიდირებულ „ბოევიკებს“ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ სამი მეთაურია.

 

ავღანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, საჰაერო ძალების ოპერაცია „ბოევიკების“ საიდუმლო ობიექტის წინააღმდეგ ნანგარჰარის პროვინციის სოფელ აჩინში განხორციელდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი