logo_geo
ჟორჟ ლუანჟე - კაცი, რომელმაც ნაცისტებისგან ასობით ებრაელი ბავშვის სიცოცხლე იხსნა 108 წლის გარდაიცვალა
- +

31 დეკემბერი. 2018. 13:41

ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ საფრანგეთის მოძრაობის გმირი ჟორჟ ლუანჟე, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთიდან შვეიცარიაში ასობით ებრაელი ბავშვი გაიყვანა, პარიზში გარდაიცვალა. ის 108 წლის იყო. 

 

საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერმა, რომელიც სტრასბურგში ებრაულ ოჯახში 1910 წელს დაიბადა, ებრაელი ბავშვების დასაცავად რამდენიმე ლეგენდა მოიგონა.

 

ერთ-ერთი სცენარის თანახმად, ბავშვებს სამგლოვიაროდ აწყობდნენ და სასაფლაოზე მიჰყავდათ, რომელიც საზღვართან ახლოს მდებარეობდა. მესაფლავის კიბის გავლით, ისინი სასაფლაოზე გარშემორტყმულ მაღალ კედელზე გადაძრომას ახერხებდნენ და ასე ხვდებოდნენ შვეიცარიაში.

 

მეორე სცენარისთვის, ლუანჟემ საზღვრიდან 50 მეტრში საფეხბურთო მოედანი მოაწყო.

 

„მე ვისროდი ბურთს საზღვრის მიღმა და ბავშვებს მის მოტანას ვთხოვდი. ისინი ამას აკეთებდნენ და ასე ახერხებდნენ საზღვრის გადაკვეთას“, - უამბო გამოცემა Tablet-ს ერთ-ერთ ინტერვიუში ლუანჟემ.

 

ცნობილია, რომ მან 350 ბავშვის გადარჩენა შეძლო

 

 

big_banner
არქივი