logo_geo
3-4 იანვარს წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას - „კვადრანტიდსის“ მეტეორების წვიმას ელოდებიან
- +

3 იანვარი. 2019. 12:09

 

 

3-4 იანვარს წლის პირველ ასტრონომიულ სანახაობას -„კვადრანტიდსის“ მეტეორების წვიმას ელიან.

 

სხვა წვიმისგან განსხვავებით, „კვადრანტიდსი“ მცირე ხანს, მხოლოდ რამდენიმე საათით გრძელდება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ასტეროიდ 2003 EH1-ს მიერ დატოვებული ნარჩენების ველი დედამიწის ორბიტასთან მიმართებაში პერპენდიკულარულად მდებარეობს.

 

მცირეხნიანობის მიუხედავად, „კვადრანტიდსის“ მეტეორების წვიმა ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურია - პიკის დროს მეტეორების რაოდენობა საათში 60-დან 100-მდე შეადგენს.

 

ასტრონომიულ მოვლენაზე დაკვირვება, რომელსაც სახელი თანავარსკვლავედის, „კვადრანს მურალისის“ მიხედვით უწოდეს, მსურველებს 3 იანვრის ღამიდან 4 იანვრის დილამდე შეეძლება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი