logo_geo
სალვადორ დალი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით „გააცოცხლეს“
- +

31 იანვარი. 2019. 23:58

 

 

სიურრეალიზმის ოსტატი სიცოცხლეს დაუბრუნდა. ფლორიდაში, სალვადორ დალის მუზეუმში მისულ სტუმრებს პირადად სალვადორ დალი ვიდეოინსტალაციების საშუალებით გაესაუბრებათ. ინსტალაციები დალის მუზეუმის ეკრანებზე 2019 წლის აპრილიდან გამოჩნდება. გენიალური ხელოვანის “გაცოცხლება” ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გახდა შესაძლებელი. როგორც თავად სალვადორ დალი ამბობდა: “სიკვდილის მჯერა, მაგრამ არ მწამს სალვადორ დალის სიკვდილის. ჩემი სიკვდილი შეუძლებელია.”

 

 

 

მუზეუმმა ხელოვანის “გაცოცხლების” პროექტი მასზე ინფორმაციის შეგროვებით დაიწყო. მოაგროვეს ასობით ინტერვიუ, ციტატა, არქივიდან ამოკრიბეს მასალა… ინფორმაცია შეისწავლეს დეტალურად, რათა შემდგომ, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმისთვის ესწავლებინათ ყველაფერი სალვადორ დალის შესახებ – მისი გამოხედვა, ფიზიკური მახასიათებლები, გამომეტყველება. რაც შეეხება თანამედროვე ხმოვან გზავნილებს, ის მსახიობმა განასახიერა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი