logo_geo
ჩიკაგოში მიჩიგანის ტბა მთლიანად გაიყინა
- +

1 თებერვალი. 2019. 00:16

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტემპერატურა -40 გრადუს ცელსიუსს გასცდა. ეს უფრო დაბალი ტემპერატურაა, ვიდრე ის, რაც ანტარქტიდაზე ფიქსირდება.

 

ჩიკაგოში 150 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი დღე იყო. ჰაერის ტემპერატურა -27°-მდე დაეცა. ყინვის შედეგად სრულად გაიყინა ქალაქში მდებარე მიჩიგანის ტბა და მდინარე.

 

მეტეოროლოგები მოქალაქეებს ურჩევენ, რომ ქუჩაში სიარულისას ღრმად არ ისუნთქონ.

 

აშშ-ში ანომალიურად ცივი ზამთარის გამო, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა, შესაძლოა, -50°-მდე დაეცეს. ძლიერი ყინვის გამო სხვადასხვა შტატში 8 ადამიანი გარდაიცვალა.

 

უკიდურესი ყინვის მიზეზი ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასა გახდა. შუა აღმოსავლეთის შტატებში, ვისკონსინში, მიჩიგანში, ილინოისსა და სამხრეთის შტატებში, ალაბამასა და მისისიპიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

მიჩიგანის ტბა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩიკაგოს გაყინული მდინარე

 
 
წყარო : wyaro
big_banner
არქივი