logo_geo
მაჩუ-პიქჩუზე ვიზიტს ეტლით მოსარგებლეებიც შეძლებენ
- +

1 თებერვალი. 2019. 02:36

 

პერუში მდებარე XV საუკუნის ძეგლი ინკლუზიური გახდა — მისი დათვალიერება ახლა უკვე ეტლით მოსარგებლე პირებსაც შეეძლებათ.

 

ინკების იმპერატორის უძველეს რეზიდენციაზე ეტლით-ხელმისაწვდომი პირველი ტური კომპანია Wheel the World-მა მოაწყო.

 

კომპანია ამერიკაში ჩილედან ემიგრირებულმა ორმა მეგობარმა შექმნა, ალვარო სილბერშტაინმა და კამილო ნავარომ.

 

ალვარო ეტლით მოსარგებლეა. მან ცოტა ხნის წინ სპეციალური დასაკეცი ეტლი შეიძინა, რაშიც მას საქველმოქმედო კამპანია დაეხმარა.

 

მეგობრების თქმით, ტურში მონაწილეებს მთავარია სპეციალური ეტლი ჰქონდეთ და ისინი მათ 4-დღიან ტურს ჰპირდებიან.

 

კიდევ ერთი აუცილებლობა მეგზურის ყოლაა, რადგან ეტლის დამოუკიდებლად მართვა, მისი დიზაინის მიხედვით, შეუძლებელია.

 

როგორც კამილო ნავარო ამბობს, მისი კომპანია სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მორგებული ტურების შექმნაზეც იზრუნებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი