logo_geo
მამაკაცი გოგონების ცხედრებს თხრიდა და მათგან თოჯინებს აკეთებდა
- +

20 თებერვალი. 2019. 18:54

 

ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ 52 წლის ანატოლი მოსკვინს ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობის ვადა გაუხანგრძლივა. მიზეზი, რის გამოც ანატოლი მოსკვინი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა, შემზარავია. 2011 წელს მის სახლში 26 მუმია იპოვეს, რომელიც მან საფლავებიდან ამოთხრილი გოგონების ცხედრებისგან გააკეთა. ანატოლი მოსკვინმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ნიჟნი ნოვგოროდის ენათმეცნიერების უნივერსიტეტში კელტოლოგიას ასწავლიდა. ის პროფესიონალურად იყო დაკავებული ნეკროპოლისტიკით და დაწერა რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო სტატია, რომელიც სასაფლაოების ისტორიას ეძღვნებოდა.

 

თავიდან არავის უეჭვია, რომ მოსკვინს საფლავები მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით არ აინტერესებდა და როდესაც ქალაქში საფლავების რეგულარულად ამოთხრა დაიწყეს, მეცნიერი ეჭვიტანილთა სიაში თავდაპირველად არც კი ყოფილა. მოსკვინი ერთ-ერთი გოგონას ცხედრის მოპარვისას „ჩავარდა“, როდესაც მას მაწანწალა ძაღლი დაესხა თავს.

 

მოსკვინის სახლის ჩხრეკის დროს ნანახმა ვითარებამ სამართალდამცავებიც კი შეაშფოთა. სახლში ადამიანის სიმაღლის 26 უცნაური „თოჯინა“ ინახებოდა, ბავშვების ცხედრებისგან თოჯინების შექმნას მოსკვინი „შემოქმედებითად“ უდგებოდა და „სრულყოფილებისთვის“ მათ სხეულში ჩვეულებრივი თოჯინებიდან ან მუსიკალური ზარდახშებიდან ამოღებულ მუსიკალურ მექანიზმებს ამონტაჟებდა. მუმიებთან შეხებისას ისინი სიმღერას ან სხვადასხვა ხმების გამოცემას „იწყებდნენ“.

 

მოსკვინი საფლავებიდან ნაკლებ დაზიანებულ ცხედრებს იღებდა. მათ ამუმიავებდა, მაკიაჟს უკეთებდა და სხვადასხვა ტანსაცმელს აცმევდა. გარდაცვლილ გოგონათა ასაკი 3-დან 11წლამდე იყო.

 

დაპატიმრების შემდეგ მოსკვინი ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო და მას იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს, 2011 წლიდან მას მკურნალობის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი