logo_geo
სმენადაქვეითებული ბავშვის გამო აშშ-ში მთელმა სამეზობლომ ჟესტების ენა ისწავლა
- +

23 თებერვალი. 2019. 13:20

 

 

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობს 2 წლის სმენადაქვეითებული სამანტა, რომლის მეზობლებმა მასთან კომუნიკაციის მიზნით ჟესტების ენა ისწავლეს. სამანტას ისტორიაზე სიუჟეტს მშობლებსა და სამეზობლოზე დაყრდნობით CBS ავრცელებს.

 

მეზობლები ტელეკომპანიასთან ჰყვებოდნენ, რომ მანამ, სანამ ისინი ჟესტების ენის შესწავლას დაიწყებდნენ, სამანტასთან ურთიერთობა უჭირდათ. მათი თქმით, ბავშვი ძალიან კომუნიკაბელური და თბილია, თუმცა, როდესაც თავის სათქმელს მეზობლებს ვერ აგებინებდა, გული სწყდებოდა.

 

სწორედ ამიტომ, მეზობლებმა გადაწყვიტეს, რომ ჟესტების ენის სალექციო კურსში მიეღოთ მონაწილეობა.

 

ინსტრუქტორი, რაი მაკგოვერნი CBS-თან ამბობს, რომ სამეზობლოს ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, სმენადაქვეითებულ ბავშვების მშობლებიც კი არ სწავლობენ სრულყოფილად ჟესტების ენას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი