ესპანელი რეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი და მწერალი პედრო ალმადოვარი „კანის" 70-ე ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ აიჩიეს. კინოფესტივალი 2017 წლის 17-28 მაისს გაიმართება.
67 წლის ალმადოვარი გამოტყდა, რომ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და ეს „ერთდროულად სიამოვნება და დიდი პატივია".
ალმადოვარს „კანის" კინოფესტივალის ორი ჯილდო აქვს აღებული: 1999 წელს ჯილდო „საუკეთესი რეჟისორი", ფილმით „ყველაფერი დედაჩემის შესახებ" და 2006 წელს ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის, ფილმით „დაბრუნება".