logo_geo
წელს „ევროვიზიაზე“ მადონა იმღერებს
- +

7 აპრილი. 2019. 02:46

 

 

ამერიკელი მომღერალი მადონა 2019 წლის „ევროვიზიის“ საკონკურსო კონცერტზე იმღერებს. სიმღერის შესრულებისთვის იგი 1 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. კონკურსი წელს ისრაელში ჩატარდება.

 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომღერლისთვის აღნიშნული ჰონორარის გადახდას ისრაელ-კანადელი მილიარდერი სილვან ადამსი დათანხმდა.

 

 

მილიარდერის პარტნიორის განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მადონას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები.

 

 

სილვან ადამსი „Iberville Developments“-ის დამფუძნებლის მარსელ ადამსის ვაჟია. მისი ქონება 1,7 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. „Forbes“-ის ინფორმაციის მიხედვით, საოჯახო ბიზნესის მართვა სწორედ სილვანმა იკისრა.

 

 

„ევროვიზიის“ კონკურსი თელ-ავივში 14-დან 18 მაისამდე გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი