logo_geo
ტრამპი პირობას დებს, რომ გააუქმებს სიეთლის ფედერალური სასამართლოს დადგენილებას
- +

5 თებერვალი. 2017. 15:51



BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ გააუქმებს სასამართლოს დადგენილებას, რომელიც საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ მის მიერ გამოცემულ განკარგულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აჩერებს.


მოსამართლე ჯეიმს რობარტის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.


„ამ ე.წ. მოსამართლის მოსაზრება ძალიან სამარცხვინოა და აუცილებლად გაუქმდება", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


შეგახსენებთ, რომ სიეთლის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების მოქმედება, რომლის მიხედვითაც შვიდი მუსულმანური სახელმწიფოს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში ამერიკაში შესვლა აეკრძალათ, დროებით შეაჩერა.



 

big_banner
არქივი