logo_geo
ევროკავშირი კაციჭამიაა, რომელსაც მძინარე მზეთუნახავის შეჭმა სურს
- +

2 მაისი. 2019. 13:31

 

 

ფრანგი ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანების“ ლიდერ მარინ ლე პენის განცხადებით, ევროკავშირი კაციჭამიაა, რომელიც კეთილ რაინდადაა შენიღბული და სინამდვილეში ლამაზი მძინარე მზეთუნახავის შეჭმა სურს. ამის შესახებ განცხადება მარინ ლე პენმა მხარდამჭერებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააკეთა.

 

მას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მაისის ბოლოს დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. მარინ ლე პენმა თავის გამოსვლაში ევროკავშირი მკაცრად გააკრიტიკა.

 

მისი თქმით, „საერთაშორისო ორგანიზაციებმა თანდათან სახელმწიფოს როლი შეითავსეს, რაც დაუშვებელია“.

 

„ამ სახელმწიფოს დედაქალაქია ბრიუსელი. აქვთ დროშა, ჰიმნი, კონსტიტუცია, ახლა საერთო ევროპული არმია სურთ და შემდეგ ევროპულ გადასახადს დაგვიწესებენ. ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ“,- განაცხადა მარინ ლე პენმა.

 

თავის გამოსვლაში ულტრამემარჯვენე მოძრაობის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი პარტია უპირველესად ეროვნულ ინტერესებს დააყენებს და შეებრძოლება ტერორიზმსა და მასობრივ მიგრაციას.

 

„შეჩერდით. ევროპული ზღაპარი დასრულდა. ამ ისტორიის დასასრულს აღმოჩნდა, რომ კეთილი რაინდის ნიღბის ქვეშ იმალება კაციჭამია, რომელსაც ლამაზი მძინარე მზეთუნახავის შეჭმა სურს“,-  განაცხადა მარინ ლე პენმა.

 

 

big_banner
არქივი