ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე საკუთარი შვილი ივანკა შეაქო და აღნიშნა, რომ მისით ამაყობს.
„ძალიან ვამაყობ ივანკათი. ის აღფრთოვანებას იმსახურებს იმის გამო, რომ პრესაში მის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფისა და ცუდი დამოკიდებულების მიუხედავად წინ მიდის", - წერს დონალდ ტრამპი.
როგორც ცნობილია, ივანკას ბრენდის გაყიდვები იანვარში გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით 26%-ით შემცირდა. Ivanka Trump-ის ბრენდის სახელით ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები გამოდის.