logo_geo
პაკისტანის დედაქალაქში სიყვარულის დღის აღნიშვნა აკრძალეს
- +

14 თებერვალი. 2017. 01:04



ისლამაბადის უმაღლესმა სასამართლომ, წმინდა ვალენტინის დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალა პაკისტანის დედაქალაქში. აკრძალვის მიზეზად დღესასწაულის მუსულმანურ რელიგიასთან შეუთავსებლობა დაასახელეს.


სასამართლოს აკრძალა ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა, როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებში.


გარდა ამისა მედიას აეკრძალა წმინდა ვალენტინის დღესთან დაკვშირებული მოვლენების რეკლამირება და გაშუქება.


სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა პეტიცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ წმინდა ვალენტინის დღესასწაული ისლამურ რელიგიასთან წინააღმდეგობაში მოდის.


წმინდა ვალენტინის დღე, იგივე სიყვარულის დღე 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ვალენტინობის დღის აღნიშვნა სათავეს მეხუთე საუკუნის რომიდან იღებს, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. დღესდღეობით, 14 თებერვალი, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალური საეკლესიო დღესასწაული, აღინიშნება მხოლოდ პროტესტანტულ ნაწილში, ლუთერანული და ანგლიკანური ეკლესიების მიერ. მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდანის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით 6 ივლისი). კათოლიკური ეკლესია არ აღნიშნავს ამ დღეს ოფიციალურად, 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ. ამ დღის ასოცირება რომანტიულ საყვარულთან, პირველად ჯეფრი ჩოსერის მიერ მოხდა შუა საუკუნეების მიწურულს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი