logo_geo
ტექსასში, თვითმფრინავის კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა
- +

1 ივლისი. 2019. 11:17

 

 

ამერიკის შტატ ტექსასში მსუბუქძრავიანმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც დაიღუპა 10 ადამიანი. ამის შესახებ ადგილობრივი ტელემაუწყებლობა იუწყება.

 

ინციდენტი ქალაქ ედისონში მოხდა. თვითმფრინავი აეროპორტს, ანგარს შეეჯახა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

 

ქალაქის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა მგზავრი, ვინც კი თვითმფრინავში იმყოფებოდა, დაიღუპა.

 

ივნისის შუა რიცხვებში, ჰავაიზე თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი