logo_geo
პაკისტანის აეროპორტში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა
- +

3 ივლისი. 2019. 17:26

 

 

პაკისტანში, ქალაქ ლაჰორის საერთაშორისო აეროპორტში ორმა უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად, ორი მგზავრი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ინფორმაციას „Geo TV“ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელები აეროპორტში ტაქსით ჩავიდნენ, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნეს. სროლის გამო აეროპორტში მყოფი ადამიანები პანიკაში იმყოფებოდნენ.

 

ეჭვმიტანილები დააკავეს, ადგილზე პოლიციის დამატებითი დანაყოფები ჩავიდნენ. უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტის ტერიტორიაზე ავტომობილის მძღოლებს გადაადგილება აუკრძალეს. თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი