logo_geo
NASA- მ ერთვარსკვლავიანი სისტემა აღმოაჩინა, რომელშიც დედამიწის ზომის 7 პლანეტაა
- +

22 თებერვალი. 2017. 23:48


 

NASA-მ  Spitzer კოსმოსური ტელესკოპით ერთვარსკვლავიან სისტემაში შვიდი დედამიწის ზომის პლანეტის სისტემა აღმოაჩინა.


სამი ასეთი პლანეტა დასახლებად (სასიცოცხლო პირობების მქონე) ზონაში მდებარეობს, სადაც „კლდოვანი" პლანეტაა და სავარაუდოდ, წყალია. შვიდივე პლანეტაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი სითხე - წყალი არსებობს შესაბამის ატმოსფერულ პირობებში.


„ეს ჩვენი ყველაზე საინტერესო აღმოჩენაა; ჩვენ გიგანტურ პროგრესს მივაღწიეთ. ეს აღმოჩენა დასახლებადი გარემოს ურთულესი კვლევის პროცესში მნიშვნელოვან ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს. პასუხი კითხვაზე-

„მარტონი ვართ?" მეცნიერების პრიორიტეტია და ამდენი პლანეტების პირველად აღმოჩენა დასახლებად ზონაში წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიზნის მისაღწევად", - განაცხაადა ვაშინგტონში NASA-ს მეცნიერული მისიის დირექტორატის ასოცირებულმა ადმინისტრატორმა, თომას ზურბუჩენმა.


დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წელიწადის მოშორებით (235 ტრილიონი მილი), ჩვენი მზის სისტემის გარეთ, მერწყულის თანავარსკვლავედში, პლანეტების სისტემა მდებარეობს. ამ პლანეტებს მეცნიერულად ეგზოპლანტები ეწოდება. პლანეტები მჭიდრო წრეს ქმნიან - ჯუჯა ვარსკვლავს, სახელად TRAPPIST-1 (ტრანზიტული პლანეტა), რომელიც დედამიწიდან 39 სინათლის წლის დაშორებით აფორმირებს სისტემას, სადაც სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენა შესაძლებელია.


„ვარსკვლავი პატარა და ცივია, ასე, რომ შვიდ პლანეტაზე ტემპერატურა ზომიერია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ წყალი არსებობს და პლანეტების ზედაპირზე სიცოცხლის ნიშნებია",- განაცხადა ლიეჟის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა, მაიკლ გილონმა.


„შედეგებმა აჩვენა, რომ დედამიწის მსგავსი პლანეტები ძალიან გავრცელებული უნდა იყოს. ეს მართლაც რაღაც ახალი აღმოჩენაა. როდესაც ასტროფიზიკოსებმა ეს კვლევა დაიწყეს რამდენიმე წლის წინ, ნამდვილად მეგონა, რომ ეს დროის ფლანგვა იყო. მწარედ შევცდი", - განაცხადა ნიდერლანდების ლეიდენის ობსერვატორიის ასტროფიზიკოსმა, იგნას სნელენმა.


ახლა ასტრონომებისთვის მნიშვნელოვანია, გაიგონ აქვს თუ არა ატმოსფერო პლანეტებს. ატმოსფეროს არსებობის პირობებში, პლანეტების ზედაპირზე შესაძლებელია სიცოცხლის პირველი ნიშნების გამოვლენა. ჰაბლის ტელესკოპმა გამოავლინა მეთანი და წყალი უცხო პლანეტის ჰაერში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი